მიკროავტობუსი, რომელსაც “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც თელავის კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 19:00საათზე დაიწყება.