მედია – მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 056-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა 3 900-მდე გაიზარდა, ხოლო 270 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სამხედრო ხუნტამ მიანმარში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მოხდა. -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ