მედია: მთაწმინდაზე საპოლიციო ავტობუსების უპრეცედენტო მობილიზებაა

მთაწმინდაზე, სასტუმო “ასტორიას” მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ავტობუსების უპრეცედენტო მობილიზებაა – კადრები, რომელიც ადგილზე “პირველების” კორესპოდენტმა გადაიღო, ჩანს 10-ზე მეტი ავტობუსი, რომელშიც უამრავი სამართალდამცველი ზის.

გელა გელაძის უწყების თანამშრომლები მუნიციპალურ ავტობუსებში, პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილებში არიან განთავსებულები. ადგილზე არიან ევაკუატურებიც.

ცნობისთვის, “პირველებმა” ცოტა ხნის წინ გადაიღო კადრები, “გალერია თბილისთან”, ათონელის სასახლესა და მთავრობის ადმინისტრაციასთანაც, სადაც ასევე სამართალდამცველების მობილიზებაა.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სავარაუდოდ, დედაქალაქში მიმდინარე აქციას უკავშირდება.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ – გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“