მედია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ კვლავ ხმაურია, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდენენ. ადგილზე ხმაურია.

როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან “პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა” გახდა.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს. კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან. თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ “ზედაპირული შემოწმებაა”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია