მედია – ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ლონდონში უკრაინის, -ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ში „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზებს“ განიხილავს.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დევიდ ლემი და ჯონ ჰილი უკრაინელ კოლეგებს, ანდრეი სიბიგასა და რუსტემ უმეროვს შეხვდნენ.
ცნობისთვის, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დღეს ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია