მედია – ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად ე.წ. „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ დაიღუპა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში განხორციელებული დაბომბვის შედეგად ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი” ალექსეი პოტელეშენკო დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„შაბათს, ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის იყო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსეი პოტელეშენკო“, – იუწყება რუსული მედია.
ცნობისათვის, შაბათს, ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლისიჩანსკში საცხობი დაბომბეს, რის შედეგადაც 28 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება