მედია: ლიკვიდირებული იქნა ს სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ანდრეი ავერიანოვი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით დრონები გამოიყენეს ხმელთაშუა ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე თავდასხმისთვის, რის შედეგადაც გემზე ლიკვიდირებული იქნა ს სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ანდრეი ავერიანოვი – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხებში ვრცელდება.
🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ავერიანოვი პასუხისმგებელია ევროკავშირის ქვეყნებში ჩრდილოვან გარიგებებსა და ჯაშუშობაზე, დივერსიაზე, ევროკავშირში აფეთქებებსა და დრონების გაშვებაზე. მან ასევე ააფეთქა პრიგოჟინის თვითმფრინავი პუტინის ბრძანებით, მოწამლა სკრიპალი ბრიტანეთში და მონაწილეობს სხვა არაერთ საიდუმლო ოპერაციაში.
🔴 ავერიანოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ დამფუძნებელია. გამოცემების, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მისი ვაჟი, ალბერტ ავერიანოვი, მონაწილეობდა თბილისში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართულ სპეციალური ოპერაციაში.