მედია: ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

20 აპრილს, ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი იმართება. სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. პარალელურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რაშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარს ხარჯავს.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის 14 აპრილს მიიღო.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება თანხას ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ნასიძეს გადაუხდის, რომელმაც 20 აპრილს ჯგუფი „ურსა“-ს სოლო კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

უცნობია, რა თანხას მიიღებს ამ კონცერტიდან უშუალოდ „ურსა“, ვინაიდან ჯგუფსა და მანანა ნასიძეს შორის 10 აპრილს დადებულია შეთანხმება, რომელშიც აღნიშნულია:

„მუსიკოს შემსრულებელსა და კომპანიას [ამ შემთხვევაში მანანა ნასიძეს] შორის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი საჭიროებისამებრ დარეგულირდეს დამატებითი, კონფიდენციალური ხელშეკრულების საფუძველზე.

შეთანხმების ყველა პირობა არის კონფიდენციალური, მხარეები ვალდებული არიან არ გაახმაურონ მისი პირობები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში ან მასთან დაკავშირებით.“

 

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)