მედია: კრასნოდარში სამხედრო ნაწილიდან ასობით ჯარისკაცმა გაქცევა სცადა

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში სამხედრო ნაწილიდან ასობით ჯარისკაცმა გაქცევა სცადა, რაც მათგან სამმა მოახერხა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ-არხებში, Baza და “Осторожно, новости”  ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, სამხედროების ჯგუფი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე “სპეციალურ” დახურულ სივრცეში იმყოფებოდა და მისი დატოვება სცადა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, შვიდმა ჯარისკაცმა შემოღობილი ტერიტორიიდან გაღწევა და გაქცევა მოახერხა – ოთხი მათგანი უკვე დაკავებულია, სამს კი კვლავ ეძებენ.

Baza-ს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, გაქცეულები შეიარაღებულები არ არიან.

ამჟამად სამხედრო ერთეული შენობის გარშემო ტერიტორიაზე განლაგებული ძალოვანებით არის გარშემორტყმული.

შემთხვევასთან დაკავშირებით რუსულ უწყებებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)