მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

იმ დროს როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთი მეორის მიყოლებით პროგრამებს აუქმებენ და ფაკულტეტებს პრაქტიკულად ხურავენ ქვეყანაში  ჩნდება ახალი მიმართულებები  –  ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია​.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ, ქუთაისის უნივერსიტეტში ამ დარგის ხელმძღვანელი მეცნიერი, ალიკო ცინცაძეა. მისი ინტერვიუს ფრაგმენტები ამ კვირაში, ონლაინ მედიაში  განხილვის მთავარ თემად იქცა. მაგალითად გამოცემა “ტაბულამ” მიაკვლია ინტერვიუს ნაწილს, სადაც ალიკო ცინცაძე ყვება, რომ “საიდუმლო ინფორმაციას დილის 4 საათიდან – 7 საათამდე შუალედში  იღებს”.

ცნობილია, რომ ალიკო ცინცაძე “იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობის” წევრია. უფრო კონკრეტულად, ეს ორგანიზაცია საჯარო რეესტრში 2022 წელს  დარეგისტრირდა, გამგეობა კი სამი წევრისგან შედგება: თავმჯდომარე –  ნათელა სირაძეა, რიგითი წევრები კი ლია დვალი და ალიკო ცინცაძე არიან.

ვინ არის ნათელა სირაძე? – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო. მაშინ ნათელა სირაძე ჟურნალისტებს “დედა ნათიად”, საერო სახელით ნინო სირაძით  გაეცნო , რომელიც მამა ილირიონთან ერთად საგალობლებს ასრულებდა გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში. ნათია სირაძე ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ ლაპარაკობდა მასონებზე, რომლებმაც სტალინს თურმე ისტორია გაუყალბეს. სირაძე 1978 წლიდან ეკლესიიდან განკვეთილ კაცთან ერთად ქუჩა-ქუჩა დადიოდა სტალინის ხატით და ამტკიცებდა, რომ ბელადი წმინდანია. ქალბატონი ნათია, ახლა  ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტის ახალი  მიმართულების რთ-ერთი  ხელმძღვანელია.

“ოცნებას” შემოაქვს პროგრამა, რომელმაც უცხო პლანეტელებთან საკომუნიკაციო ენა უნდა შეიმუშაოს. ექსპერტების თქმით, ამას ის ძალა აკეთებს, რომელმაც  დახურა გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამები, რომლებიც ქართული ენის ტექნოლოგიურ აღჭურვას ემსახურებოდა და ციფრულ ტრანსფორმაციას.

ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში პირველ ეტაპზე ოცი სტუდენტის მიღებაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე