მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ფაქტია, ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება

მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ფაქტია, ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება
კვლავ დაიწყო საერთაშორისო მედიამ ფაქტების დაბლოკვა, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებიდან ხდება ცნობილი, მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როგორც ადრე, თითიდან გამოწოვილი მიზეზით, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება.
“აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის საჯარო გამოსვლამ და
გლობალური ომის პარტიის მხილებამ თითქოს დალაგებული ურთიერთობა ივანიშვილსა და შვეიცარულ ბანკს შორის ძველ წრეზე დააბრუნა. კვლავ დაიწყო საერთაშორისო მედიამ ფაქტების დაბლოკვა, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებიდან ხდება ცნობილი,
მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როგორც
ადრე, თითიდან გამოწოვილი მიზეზით.
ეს ხომ უკვე გავიარეთ, არ არის ის კაცი, ასეთ მდარე შანტაჟს დაექვემდებაროს, აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და ისევე როგორც “კრედიტ სუისის” შემთხვევაშიც, ამ ბრძოლას მოიგებს.
ფაქტია, ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება”, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში