მედია: კობახიძის გასაიდუმლოებული განკარგულებები – რას მალავს “ოცნება”?

კობახიძის გასაიდუმლოებული განკარგულებები. ერთი წლის მანძილზე ივანიშვილის პრემიერმა 61 განკარგულება გადამალა. ვის და რა პირობებით აძლევენ სახელმწიფო ქონებებს, ვის რატომ უწესებენ შეღავათიან პირობებს – ყველა ეს დოკუმენტი მიუწვდომელია. არადა ერთი წლის წინ საჯაროდ დებდა პირობას, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება მყისიერად გამოქვეყნდებოდა.

განკარგულეგბების ერთი ნაწილი გასაიდუმლოებულია, მეორე ნაწილში კი დამალულია მთავარი დეტალები. მაგალითად, ქვეყნდება განკარგულება, მაგრამ ამ დოკუმენტით შეუძლებელია იმის გაგება, ვის გადაეცა სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ან ვის დაუწესა მთავრობა შეღავათები, ვისთან დადებული ხელშეკრულება შეცვალა. შესაბამისად, ეს განკარგულებები მკვლევარებისთვის ფარატინა ფურცელია

მუდმივად საჯაროობით იწონებს თავს, ისიც კი თქვა, რომ სახელმწიფო ქონებას აუქციონის გარეშე აღარ გაყიდდა, მაგრამ ეს პირობა 10 დღეში დაარღვია. არადა სწორედ განკარგულებების წყალობით რიგდება ხოლმე სახელმწიფო სიკეთეები პარტიასთან დაკავშირებულ პირებზე და ამის ძალიან აკრგი მაგალითი იყო, მცირე ჰესების მშენებლობის ერთდროულად გაცემული ნებართვები. ყველა, ვინც ეს შესაძლებლობა მიიღო, ოცნებასთან იყო კავშირში.

ს მისი წინამორბედისგან ის განასხვავებს, რომ განკარგულებების დიდი ნაწილი ქვეყნდება, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ხშირად მთავარი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ანუ აჩვენებს იმას, რაც თავად უნდა. ივანიშვილის გუნდი კი დღეს მის დაცვას ცდილობდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები