მედია: vs ღარიბაშვილი – კობახიძე ყოფილების დასაკავებლად, სავარაუდოდ, ნიადაგს ამზადებს

“ქართულ ოცნებას” შიდა დაპირისპირების შენიღბვა აღარ შეუძლია – რაც აქამდე პარტიის კულუარებში რჩებოდა, დღეს, ყველაფერი ერთად გახდა საჯარო. გაგდებულები – უკვე ასე მოიხსენიებენ ივანიშვილის პარტიაში იმ ხალხს, ვისაც წლები მართვის სადავეები ჰქონდა ჩაბარებული. “ოცნებაში” ეჭვი აქვთ, რომ ისინი დგანან ოპოზიციის ახალი გეგმის, მშვიდობიანი დამხობის უკან.

ამ დრომდე, “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ ვინც ბოლოს პარტიიდან წავიდა, გადაწყვეტილება ყველამ საკუთარი სურვილით მიიღო. ასეთია მაგალითად , გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე და კიდევ ბევრი სხვა. ახლა კი ივანიშვილის პარტიაში კარტებს ნელ-ნელა ხსნიან, ამბობენ, რომ “ოცნების” ყოფილი წევრები გუნდიდან გააგდეს და მათ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის მომზადებაში სდებენ ბრალს.

ვის ერჩიან “ოცნებაში” დარჩენილები – ივანიშვილის პარტიის რიგითებმა ყოფილებზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც სამთავრობო ტრიბუნიდან მათ მწვანე შუქი ირაკლი მ აუნთო.

მთავარობის სხდომაზე, დღეს, კობახიძემ თქვა, რომ შეიარაღებული ხალხის მათ შორის არასრულწლოვნების თარეში ქვეყნაში უკონტროლოდ იყო მიშვებული თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი საქმე რის გამოც, გომელაურის და ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდზე, დღეს, კობახიძემ იერიში მიტანა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები