სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, ცხრა არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ქვეყნის გარეთ“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეარხ “იმედთან“ ინტერიუში განცხადა.
“არიან ძალიან გავლენიანი ძალები, რომელსაც საქართველოში სურდათ არეულობის სცენარის განხორციელება, ყველაფერი ჩავუგდეთ, ყველაფერი მოვუგეთ, ყველა სიურპრიზი გავუკეთეთ, ამაზე იდარდოს „ნაცმოძრაობამ“,–თქვა კობახიძემ და განმარტა, რომ დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
„სიურპრიზებს ჩვენ ტრადიციულად ვუკეთებთ ხოლმე „ნაცმოძრაობას“, ცხრა სიურპრიზი გავუკეთეთ უკვე როდესაც არჩევნები წააგეს, ბევრი სხვა სიურპრიზიც იყო. დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, – განმარტა მან.