მედია: კლინიკა უარყოფს რიჟვაძის წერილის ჟურნალისტებისთვის მიწოდებას – პირველი კომენტარი საავადმყოფოდან

პროსახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ ექიმებმა კლინიკაში მიყვანილ დაჭრილ პაციენტს, თორნიკე რიჟვაძეს, თვითმკვლელობის მცდელობის წინ დაწერილი წერილი უპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს.

რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება.

ამ ეტაპისთვის (7 ივლისი, 14:00 საათი) არ არსებობს არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თორნიკე რიჟვაძემ ნამდვილად დაწერა სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული შინაარსის წერილი თვითმკვლელობამდე.

ამასთან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია პაციენტის პირადი ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება.

მძიმედ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოში, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ გამორიცხა, რომ რაიმე წერილი არის ნაპოვნი ან და გავრცელებული საუნივერსიტეტო კლინიკიდან.

„არა, რა წერილი, როგორ გეკადრებათ, რა ჩვენი საქმეა, არც ვიცი, რაზე ლაპარაკობთ“, – თქვა ლალი ტურძელაძემ.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საგარეჯოს კლინიკას, სადაც მძიმედ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად შეიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მკაცრი პროტოკოლია, ზედმიწევნით იცავენ კანონს და მის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამედიცინო პერსონალმა დაიცვა კანონის მოთხოვნები.

კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ მათ გადასცეს წერილი ჟურნალისტებს, რადგან ეს კანონით აკრძალულია.

„არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას,“ – განმარტეს კლინიკაში.

კლინიკაში არ აქვთ ინფორმაცია, იმყოფებოდნენ თუ არა თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრები კლინიკაში.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ