მედია – კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდეტი, გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტს დაასრულებს, პალესტინისსახელმწიფოს აღიარებს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე აღიარებს, თუ ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭირო პირობებს არ შეასრულებს.
გაერო-ს სამიტზე მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით მაღალი დონის შეხვედრები 23 სექტემბერს დაიწყება. Times-ის ცნობით, სტარმერმა ოფიციალური განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, ტრამპის წასვლამდე გადადო, რადგან შიშობს, რომ ეს საკითხი, შესაძლოა, ხუთშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დომინირებდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს