მედია: კაცს, რომელიც საზმაუს მარშს თავს დაესხა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ნიკოლოზ ჭკუასელს, რომელიც თებერვალში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველისკენ მომავალი საპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს დაესხა, მოსამართლე ნინო ენუქიძემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მეორე პირს, რომელიც ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

21 თებერვალს  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობიდან წამოსული საპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს 2 ადამიანი დაესხა: 1992 წელს დაბადებული ანდრო სირაძე და 1989 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჭკუასელი.

კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელთაგან ერთს, ანდრო სირაძეს ხელში ბასრი საგანი, სავარაუდოდ, მაჩეტე უჭირავს. თვითმხილველმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ მეორე პირს, ნიკოლოზ ჭკუასელს თან ჰქონდა ხელკეტი.

ვიდეო

წყარო