მედია – კატარმა ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა, – ინფორმაციას The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოხდა მოლაპარაკებებში მომხდარი „გარღვევის“ შემდეგ, რომელსაც -ის არჩეული პრეზიდენტის, ს წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ესწრებოდა. მოლაპარაკებებში ს ადმინისტრაციის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.
„მომდევნო 24 საათი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი შეთანხმების მისაღწევად,“ – განაცხადა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰადან მოდის, „ძალიან პერსპექტიულია“.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ს პრემიერ-მინისტრმა, მ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის 20 იანვრამდე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.