ამ წუთებში, სამთავრობო მედიების ეთერში ცერემონიების სასახლეში ჩატარებული გალა კონცერტის ჩანაწერი გადის – ირკვევა, რომ დედაქალაქის მერმა კონცერტი ჩაატარა შენობაში, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციასაც უწოდებენ. (სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში, აშენდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2019 წელს ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა).
კონცერტი, რომლის ჩატარების ადგილსაც მერია საგულდაგულოდ მალავდა, ჩაწერილია.
“პირველების” რეპორტიორი 12:50 საათზე ცერემონიალების სასახლეში მივიდა, თუმცა ტერიტორია სრულად ჩანბელებულია. სამთავრობო არხებზე კი იმიტორებული სახალწლო კონცერტი გადის.
“პირველების” ინფორმაციით, მერიამ კონცერტში მონაწილე მომღერლები კატეგორიულად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ, რომ კონცერტი ჩაწერეს.
თბილისის მერიაში დღეს მთელი დღის განმაცლოაბში არ ამბობდნენ, სად გაიმართებოდა საახალწლო კონცერტი.
“პირველებმა“ დღეს კითხვით კახი კალაძის პრესსამსახურს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ღონისძიება დაგეგმილია თუმცა, ადგილმდებარეობას და მონაწილეთა სიას, ამ ეტაპზე, არ ახმაურებენ.
განახლება: “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონცერტი საიდუმლო ვითარებაში, 4 დღის წინ ჩაწერეს.