მედია – კაია კალასმა პრეზიდენტს ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ქვეყნის პრეზიდენტს, ალარ კარისს გადადგომის თხოვნით მიმართა, – ინფორმაციას ესტონური გამოცემა ERR News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაია კალასი, ტექნიკურად, მთავრობის მეთაურის პოსტზე დარჩება, სანამ მინისტრთა ახალი კაბინეტი ფიცს დადებს.
კალასის მიერ თანამდებობის დატოვება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მის წარდგენას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი