იღებდა თუ არა ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილეობას კრიმპოლი? – შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი კითხვებს არ პასუხობს.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულმა სამარღანიშვილმა არც შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, სწორედ ნიკოლოზ სამარღანიშვილი ხელმძღვანელობდა გდდ-ს შეფ ზვაიდ ხარაზიშვილთან ერთად 2 თებერვალს, თბილისი მოლთან ხალხის დარბევებს.
- “პირველების” ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაში თბილისის პოლციის შეფთან ერთად, დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოდაგილე, გიორგი სამარღანიშვილიც მონაწილეობდა – ეს “პირველებთან” არ უარყო არც გიორგი სამარღანიშვილმა. გიორგი სამარღანიშვილი ნიკოლოზ სამარღანიშვილის შვილია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შეშესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და “ხელმძღვანელობას” უგზავნიდნენ.