მედია – ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას რიგი პირობების შესრულების გარეშე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას გადასცა შეტყობინება, რომ არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების შესრულების გარეშე, – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეტყობინება მიიღეს, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია და კანადა არიან. ამასთან, იგივე შეტყობინება მიიღეს პოტენციური ზავის მოლაპარაკებებში მონაწილე მინისტრებსაც.
ისრაელის კაცი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი მისაღები სიტუაცია იქნება „ჰეზბოლას“ განდევნა ისრაელის საზღვრიდან და მისი განიარაღებულ მდგომარეობაში მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით დარჩენა.
„მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის სრული შესრულება ლიბანთან დაკავშირებით გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას. სანამ ეს არ მოხდება, ისრაელი გააგრძელებს ქმედებებს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების და ჩრდილოეთის მაცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს კაცი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში