ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.
მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.
The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.
