მედია – ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის უკან ის იდგა

“ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ის იდგა, – ინფორმაციას Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.
Washington Post-ის ინფორმაციით, -ის ოფიციალური პირები ასევე აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა ოპერაციების დაწყებამდეც, მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური ლიკვიდაციის შესახებ.
ამასთან, Washington Post-ი ციტირებს ისრაელელ ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს და რომელიც ადასტურებს, რომ გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი დაძაბული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)