მედია – ისრაელმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო

ს თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო, რომლის მიზანი, პრემიერ-მინისტრ ს მთავრობის მტკიცებით, „ჰამასის“ ამოძირკვაა, – ინფორმაციას Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ს შეტევა -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის მაღალჩინოსან წევრებს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
„უნდა გვახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე – და ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ძალადობასა და ბარბაროსობას მიუძღვნეს. როდესაც ამ მკაცრ რეალობას ვუპირისპირდებით, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არსებობდეს მისი დასრულების ერთგვარი მშვიდობიანი, დიპლომატიური გზა, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმ შესაძლებლობისთვის, რომ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა რუბიომ.
ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ რუბიომ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, მაგრამ სურს მისი სწრაფად განხორციელება და რაც შეიძლება მალე დასრულება.
„რუბიომ არ შეუშალა ხელი სახმელეთო ოპერაციას“, – განაცხადა ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – ის ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს, დეკლარაციებში კი უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს

დიმიტრი ხუნდაძე – მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება – კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები