მედია – ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა

ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა , – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მესამე რაიონის ევაკუაციის ბრძანება გასცა, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა მდებარეობს.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე დარტყმის განზრახვის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმაც გაავრცელა.
„ირანული პროპაგანდის ინსტუმენტი გაქრობის პირასაა. ახლომდებარე ადგილებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”