მედია – ისრაელმა ბეირუთში მაღალსართულიან შენობას, რესტორანსა და სამედიცინო კომპლექსს დაარტყა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეს რაიონზე ათზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას The Guardian-ი საინფორმაციო სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ქალაქის ყველაზე ინტენსიური საჰაერო დაბომბვა იყო ბოლო კვირების განმავლობაში.
WAFA-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რაკეტები მაღალსართულიან შენობას ანადგურებენ. The Guardian-ის ცნობით, განადგურებულ ადგილებს შორისაა რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი.
მანამდე, ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა დაჰიეში მდებარე 11 შენობის რუკა და განაცხადა, რომ ეს შენობები „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა და მოსახლეობას მათგან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ს თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დღეს განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება. მისივე თქმით, ისრაელის თავდასხმითი მოქმედებების შედეგად „ჰეზბოლას” შესაძლებლობების დასუსტება უნდა გაგრძელდეს.