მედია – ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, სამიზნე ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ მომავალ ლიდერად მოიაზრება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელმა კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნე „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, ჰაშემ საფიედინი იყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Axios-ის რეპორტიორი ბარაკ რავიდი ორ ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ს თავდაცვის ძალების სამიზნე საფიედინი იყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაანაცვლოს.
ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა და საჰაერო თავდასხმის ადგილიდან დიდი კვამლი ამოდიოდა.