მედია – ირანში ოპერაციის დასაწყებად მზადაა

ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა, – ამის შესახებ CBS News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა -ის ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა, პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა.
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რაიმე გაკეთდეს რეგიონში ტემპერატურის შესამცირებლად, ტრამპმა უპასუხა: „არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მარტივია, მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულია, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდება, რაც ამერიკის მთავარი მოთხოვნაა.
ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს დაარტყამენ, ის საპასუხო ზომებს მიიღებს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე დარტყმით.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?