მედია – ირანზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებს

ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას განაგრძობს, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ თავრიზში ისრაელმა სამხედრო საჰაერო ბაზას დაარტყა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს, დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო.
BBC-ი წერს, რომ ნათანზს ათიათასობით ცენტრიფუგა აქვს და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ძირითადი კონტრიბუტორია.
ახალი დარტყმები ს მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელის, საჰაერო ძალების მეთაურის და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო პირებისა და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერების ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ალექსანდრე გოგოლაძე – ქვეყანაზე არ არსებობს საფუძველი, რითაც უნდა დავისაჯო, რას ვაკეთებდი 63 წლის კაცი? – ბატონო მოსამართლევ, თქვენც დაგიდგებათ 63 წელი და რას ეტყვით შვილს, რა დაუტოვეთ?