მედია – ისრაელის ქალაქ იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 9 დაშავდა

ისრაელის ქალაქ იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტები მოქალაქეებს თელ-ავივის მეტროტრამზე დაესხნენ თავს, რის შემდეგაც თავდასხმები ქალაქის იერუსალიმის ქუჩაზე გააგრძელეს.
პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ