მედია – ს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი შინ ბეთის უფროსზე, რონენ ბარზე დაყრდნობით ავრცელებს.
რონენ ბარის განცხადებით, პირად პასუხისმგებლობას იღებს იმის გამო, რომ სააგენტომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა ვერ აღკვეთა.
ბარი შინ ბეთის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს.
როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა მისი კრიტიკა და ს პრემიერ-მინისტრის, ს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. გასულ თვეში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ ს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.