მედია – ისრაელის თავდაცვის ძალების ლიბანელებს მოუწოდებენ, „ჰეზბოლას“ შენობებს მოერიდონ

სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში მოსახლეობას ტექსტურ შეტყობინებებს იღებს, რომელიც მათ აფრთხილებს მოერიდონ იმ შენობებს, რომელსაც „ჰეზბოლა“ იარაღის შესანახად იყენებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„თუ იმყოფებით შენობაში, სადაც „ჰეზბოლას“ იარაღი ინახება, მოერიდეთ მას შემდგომ გაფრთხილებამდე“, – ნათქვამია შეტყობინებებში.
„ჰეზბოლა“ და ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ ცეცხლს ხშირად ხსნიან, მაგრამ ყოვლისმომცველი რეგიონული კონფლიქტის შიში ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერდა იმ ფონზე, როდესაც ბრძოლა ორივე მხარემ გაააქტიურა. “ჰეზბოლა” აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ცეცხლს, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზაში და რომ ჩრდილოეთ ისრაელზე ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები გასულ კვირას ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული თავდასხმების პასუხია, როდესაც პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებს „ჰეზბოლას“ ათობით წევრი, მათ შორის ორი სამხედრო მეთაური ემსხვერპლა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩრდილოეთიდან ევაკუირებული მოქალაქეების დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!