მედია: ს ეროვნული უსაფრთხოების ულტრა-მემარჯვენე მინისტრი იტამარ ბენ-გვირი და შს მინისტრი გელა (გეკა) გელაძე, რომლებიც სტუმრობენ ციხეს (ვიდეო)

ვიდეოში ჩანს ს ეროვნული უსაფრთხოების ულტრა-მემარჯვენე და ექსტრემისტი მინისტრი იტამარ ბენ-გვირი და შს მინისტრი გელა (გეკა) გელაძე, რომლებიც სტუმრობენ ციხეს, სადაც პალესტინელი პატიმრები არიან.
ვიდეოში ბენ გვირი ხსნის საკნის ფანჯარას, სადაც პალესტინელი პატიმრები იატაკზე წვანან, სახით ქვემოთ. ბენ-გვირი ამბობს: “აქ წესია – როცა აკაკუნებ, ყველა ნუხბა იატაკზეა. არც მარმელადი, არც შოკოლადი, არც ტელევიზორი, არც რადიო. ყველაფერი, რაც აქ იყო, ჩვენ წავიღეთ. მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა მოხდეს: ტერორისტებისთვის სასიკვდილო სასჯელი.“ მოგვიანებით, ამავეს აკეთებს, გეკა გელაძე.
ბენ გვირი – ებრაული დასახლებების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი – თავად არის ნასამართლევი ტერორიზმის ბრალდებით. იგი ღიად მოითხოვს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ანექსიას და ღაზიდან პალესტინელი მოსახლეობის გაძევებას, რათა იქ ებრაული კოლონიები დაარსდეს.
⁠შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი, გეკა გელაძე ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მან ბენ-გვირთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. | ©️ მაუწყებელი
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე დელეგაციასთან ერთად ეწვია ისრაელს და შეხვდა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს.

-ის ცნობით, ეს არის გელაძის ოფიციალური ვიზიტი და მისი მასპინძელია იტამარ ბენ-გვირი.

„ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს დელეგაცია, ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას“, – იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.

ორი თვით ადრე ბენ-გვირი საქართველოში იმყოფებოდა, – ის 25 აგვისტოს ეწვია საქართველოს და მაშინაც გელა გელაძეს შეხვდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს რუკა ჭიათურაში, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – ფოტოს, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა, ქალაქის მერია აქვეყნებს