მედია: ირლანდიაში სასტუმრო მას შემდეგ დაიწვა, რაც მთავრობამ თავშესაფრის მაძიებლების შეშვება გადაწყვიტა

ირლანდიაში უფუნქციოდ დარჩენილი სასტუმრო Ross Lake House დაიწვა მას შემდეგ, რაც მთავრობამ შენობაში თავშესაფრის მაძიებლების შეშვება გადაწყვიტა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ფაქტს ირლანდიის პოლიცია იძიებს.
მათივე ცნობით, ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ირლანდიური მაუწყებლის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული სასტუმროს მეპატრონეებს საერთაშორისო დაცვის განმცხადებლების დასაბინავებლად ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. მთავრობის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები კი სასტუმროს შესასვლელთან ბლოკადის მოსაწყობად შეიკრიბნენ.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.