ირან-პაკისტანის საზღვართან ირანის ჰაიშ ულ-ადლის მებრძოლებსა და IRGC-ის ძალებს შორის შეტაკებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკი ჰოსეინ ალი ჯავდანფარი და პაკისტანის მოსაზღვრე პროვინციის სისტანი-ბალუჩესტანის ოფიცერი დაიღუპნენ.
“ჯაიშ ულ-ადლი” თავს დაესხა IRGC-ის კოლონას, IRGC-ის საგუშაგოს და მანქანას, რომელშიც სარავანის კორპუსის პოლკოვნიკი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დადასტურებულია IRGC-ის სამი წევრის, მათ შორის ერთი ოფიცრის სიკვდილი.
