მედია – ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარის ფონზე, რაკეტები მოამზადა, – ინფორმაციას The Tehran Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ რაკეტებს -სთან დაკავშირებულ პოზიციებზე თავდასხმის შესაძლებლობა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაშვებისთვის მზა რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია ქვეყნის მასშტაბით მდებარე მიწისქვეშა ობიექტებში, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისთვისაა შექმნილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, ირანს დაბომბვითა და მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ მიაღწევს. „თუ ისინი გარიგებას არ დადებენ, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ“, – აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში. მანამდე, ირანმა შეერთებულ შტატებს ომანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს მოუწოდებს, ახალ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს. ირანმა აშშ-ს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკაა, არ ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიისა და სამხედრო მუქარის პირობებში“. ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.