ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სარავანის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში კიდევ ორი მამაკაცი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა“, – განაცხადა სისტანი-ბელუჯისტანის ოსტანის გუბერნატორის მოადგილემ, ალირეზა მარჰამატიმ.
პაკისტანის მიერ სისტანი-ბელუჯისტანში განხორციელებული შეტევების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში პაკისტანელი დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.