მედია – ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, – ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, – განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა.
ამასთან, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, “ვერტმფრენის ყველა მგზავრი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი , დაიღუპა”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს