“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კახა კალაძის გუნდის გავლენიანმა ფიგურამ ირაკლი ხმალაძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა არც ოჯახი, არც მეგობარი მერი კალაძე და იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია არ ამბობენ, სადა არის ახლა ხმალაძე.
კალაძე “შაბათის ეთერთან” საუბარში ამბობს, რომ მეგობარ ხმალაძეს მხოლოდ ახალი წელი მიულოცა და ირწმუნება, რომ მისთვის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი უკითხავს.
- ირაკლი ხმალაძე წლების განმავლობაში კახი კალაძის მარჯვენა ხელი იყო. მის ხელში გადიოდა, თბილისში გაცემული სამშენებელო ნებართვები. საკრებულოს დეპუტატები ხშირად ამტკიცებდნენ, რომ სადავაო მშენებლობების ნებართვებს ხმალაძე სწორედ ფულის სანცვლოდ ლობირებდა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები ხმალაძის საქმიანობას სწავლობენ მათ შორის, მის გამდიდრების ისტორიას და სხვა პირების სახელზე დიდი ქონების შესაძლო გადაფორმების ფაქტებს.
მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ხმალაძის წინააღმდეგ – ამ კითხვაზე, კალაძე ასე პასუხობს: “არ გეუბნებით, ახლა იფიქრეთ რას უნდა ნიშნავდეს. თუ მიმდნარეობს გამოძიება , დასრულდება შედეგებს გავიგებთ. გამოძიება შესაძლოა სხვადასხვაგვარი შედეგით დასრულდეს, შეიძლება არც მიმდინარეობდეს გამოძიება. ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოჩდება”
სუს-ის წარმომადგენელი კი “შაბათის ეთერს” ეუბნება, რომ ხმალაძე არ არის პირი, რომელიც რაიმე საქმეში იმხილება.
რას ნიშნავს ხმალაძის წინააღმდეგ გამოძიების შესაძლო დაწყება? – ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იქნება პირდპირი დარტყმა კახი კალაძეზე, რადგან ის რასაც წლების განმავბლობაში ხმალაძე მერიაში კეთებდა, კალაძის გარეშე ფიზიკურად ვერ იზავდა.
სად არის ახლა და რატომ დატოვა ქვეყანა, ირაკლი ხმალაძემ “შაბათის ეთერის” ამ კითხვებს არ უპასუხა. წერილობით მხოლოდ ის მოგვწერა, რომ საჯარო მოხელე აღარ არის, დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და არ სმენია, რომ მის საქმინობას რომელიმე უწყება იძიებდეს.
როგორც წყარო “შაბათის ეთერს” ეუბნება, ირაკლი ხმალაძე ამჟამად დუბაიში იმყოფება.




