ირაკლი ღარიბაშვილს საცხოვრებელი ბინა დაუყადაღეს – “პირველების” ინფორმაციით, ბრალდებულმა ექს პრემიერმა, თავისუფლების სანაცვლოდ, ხაზინაში მილიონი ვერ შეიტანა და გირაო ივანიშვილის ნაჩუქარი სახლის ჩადებით გადაიხადა.
საუბარია მოსაშვილის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელი სახლზე. ღარიბაშვილის ადვოკატმა “პირველებს აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა.
ყადაღა უზურნველყოფის გამოყენების მიზნით დაედო. მე არ ვიცი ვისი ნაჩუქარი ბინაა ეს, მე როგორც ადვოკატმა მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის,რ აც სასამრთლომ შუეფარდა ბატონ ირაკლის, ჩანაცვლებულიყო უძრავი ქონებით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. მხოლოდ ამ ბინას დაედო ყადაღა”, – აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი “პირველებთან”.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა – ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




