მედია: ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ერთი მგზავრი გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აჰმედაბადის პოლიციის კომისრის თქმით, “ბოინგ 787”-ის ჩამოვარდნის შემდეგ ერთი ადამიანია გადარჩენილი, რომელიც “კლინიკაშია და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ”.

წინასწარი ცნობებით, გადარჩენილი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეშია. ინდური მედიის ცნობით, ისინი ვიშვაშს კლინიკაში ესაუბრნენ და მან მათ ჩასხდომის ბარათი აჩვენა, რომელზეც მისი სახელი და თვითმფრინავში ადგილის ნომერი ჩანდა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა და სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.