მედია – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც ამჟამად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მას ში ომის დასრულებისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს განუცხადა, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი ვერ მოიძებნება.
“ინდოეთი ყოველთვის მოუწოდებდა გაერო-ს წესდების პატივისცემისკენ, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ბრძოლის ველზე გამოსავალი ვერ მოიძებნება. წინსვლის გზა დიალოგი და დიპლომატიაა”, – განუცხადა ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ