მედია: იმერეთში რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე მოქალაქეს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იძულებით ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-წყალტუბოს“ მოწყობა, რომელიც სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვის მატარებელია. აქედან გამომდინარე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება მშენებლობის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე.

შესაბამისად, ზემოქმედების არეალში მოექცა და ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) ექვემდებარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში მდებარე შმაგი დადვანის, ანნა უშხვანის, გალინა უშხვანის, გიორგი დადვანის, დავით უშხვანის, თეიმურაზ დადვანის, ინგა კვიციანის, ინგა შეჰატას, მაგული დადვანის, მერაბი უშხვანის და მზია დადვანის თანასაკუთრებაში არსებული 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის 123 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

დოკუმენტში მიუთითებენ, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

წყარო