მედია: ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ აშშ კობახიძის მთავრობასთან კომუნიკაციას წყვეტს… ოლიგარქს გადაწყვეტილი აქვს ელჩის გამოწვევაც

ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ კობახიძის მთავრობასთან კომუნიკაციას წყვეტს… ოლიგარქს გადაწყვეტილი აქვს ელჩის გამოწვევაც, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

“…დროების ხელთ არსებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ სთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ, ამერიკელების მხრიდან პირადად ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ შეერთებული შტატები კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.

ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სანქცირების შემდეგი ტალღის მოლოდინში ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, მთავრობას, ვაშინგტონიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს”, – წერს ფორმულა.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ე.წ. “თავდაუსხმელობის აქტზე” ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება. გამოცემა წერს, რომ ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე ს ფედერაციის და ორივე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ.