მედია: ივანიშვილი გამოჩნდა – ფოტო ჭორვილიდან

ბოლო რამდენიმე დღეა, კრიტიკული მედია “ქართული ოცნების” ლიდერებს უსვამს კითხვას, სად არის მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

ბოლოს როდის ნახეს პირისპირ ? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „ქართული ოცნების“ ლიდერები თავს არიდებენ.

რამდენიმე წუთის წინ კი მილიარდერის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა INSTAGRAM-ის პირად გვერდზე მამასთან, ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აღწერაში მითითებულია, რომ ორივე მათგანი მშობლიურ მხარეში, ჭორვილაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კორუფციული სკანდალების სერიის დაწყებიდან უკვე ორი თვე გავიდა, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე საჯაროდ არც გამოჩენილა და არც მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გაუკეთებია.

წყარო