“ბოლო დღეებია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტებლიშმენტი აქტიურად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად სამ საკვანძო საკითხს ითვალისწინებს. 1 – ევროკავშირმა უნდა მოახდინოს 600 მილიარდი დოლარის ინვესტირება აშშ-ში. 2 – ევროკავშირმა აშშ-სგან უნდა შეისყიდოს 750 მილიარდი დოლარის ნავთობისა და თხევადი გაზის პროდუქცია. ჯამში, მომდევნო 3 წლის მანძილზე ევროპის კონტინენტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ტრილიონ 350 მილიარდი დოლარი უნდა გაედინოს. 3- აშშ-მ ევროპას დაუწესა ცალმხრივი, 15% იანი საგადასახადო ტარიფები, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ევროპის იმ ეკონომიკას, რომელიც ფაქტიურად რეცესიაშია. აღნიშნულმა კონტრაქტმა, რეალურად კი ევროკავშირისათვის კაბალურმა გარიგებამ კიდევ უფრო ცხადი და მკაფიო გახადა დიპ სტეიტის უახლოესი გეგმები, ასევე პირდაპირ გამოააშკარავა დიპ სტეიტის აგენტურა.
ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ აღნიშნულ “შეთანხმებას”, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, წევრი ქვეყნებისათვის არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5% მდე გაზრდას გულისხმობს, ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ბიუჯეტების 15%-ს აღემატება. პლუს ამას, აშშ-მ აიძულა ევროკავშირის ქვეყნები, რომ უკრაინის შეიარაღება სრულად საკუთარ თავზე აიღონ, ფული გადაუხადონ ამერიკას, შეიძინონ იარაღი და გადასცენ უკრაინას. მარტივად რომ ვთქვათ, დიპ სტეიტმა რუსეთ-უკრაინის ომისგან აშშ გვერდზე გასწია და პრობლემა სრულად თავზე “ჩამოაცვა” ევროპას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორც ჩემმა მეგობარმა, გოგა ხაინდრავამ გუშინ დაწერა – ადრე შუა საუკუნეებში დამპყრობელი ქვეყანას ხარკს რომ დაადებდა, ისე მოექცა ტრამპი ამ ჩვენი ცოდვით სავსე ევროკავშირს!
ამ მოვლენების შეფასება თითქოს რთული არ უნდა იყოს: აშშს- ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართავს, რომელიც ერთი შეხედვით, ამერიკელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, პრობლემებს თავიდან იშორებს და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს. მარტივი ფორმულაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ჩნდება კითხვა – რატომ არ აკეთებენ იგივეს ევროკავშირის ლიდერები? რატომ თანხმდებიან ისეთ კაბალურ პირობებს, რაც უპირობოდ ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოქცევას და დიდი ალბათობით, ამ გაერთიანების დაშლას გამოიწვევს? სინამდვილეში არც ტრამპი ზრუნავს ამერიკელ ხალხზე და არც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ უფლება, ხალხის ინტერესებით იმოქმედონ – ყველაფერი დიპ სტეიტის და ოლიგარქიული ოჯახების დალაგებულია.
ის, რომ ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება. საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ. რაც შეეხება ტრამპისა და დიპ სტეიტის ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებას, აქაც ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა.
თუ დონალდ ტრამპი დიპ სტეიტს ებრძვის, რასაც გვაჯერებენ ყოველდღიურად, ხოლო ევროპულ ბიუროკრატიას დანამდვილებით დიპ სტეიტი მართავს, ოლიგარქიული ოჯახები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ევროკავშირი აიძულეს გადაედგათ კოლონიალისტური ნაბიჯები, რომელიც მათთან “დაპირისპირებულ” ტრამპს გააძლიერებდა და გამარჯვებულ, ძლიერ პრეზიდენტად წარმოაჩენდა? ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ დიპ სტეიტმა ევროპა დემონსტრაციულად იმიტომ დააჩოქა აშშ-ს წინაშე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მათთან “მებრძოლი” ტრამპის იმიჯი კიდევ უფრო გაეძლიერებინათ? ეს ხომ სრული აბსურდია!
ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის ხელით სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაუშვებდა პრეზიდენტ ტრამპის ჰეგემონად წარმოჩენას. ეს მოჩვენებითი დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ დასჭირდა დიპ სტეიტს, რომ როგორმე საკუთარი შელახული და ფარდაახდილი იმიჯის რებრენდინგი მოეხდინა.
რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესის მოკლევადიან მიზნებს – თუ ევროპული ბიუროკრატია დიპ სტეიტის მიერ თანამდებობებზე დანიშნული ხალხით იმართება და ამ აგენტურას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ, ოლიგარქიული ოჯახები ამერიკას საერთოდ პირად საკუთრებად, თავიანთ ქვეყანად მიიჩნევენ და ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკაში პოზიციები მაქსიმალურად გაიმყარონ. არა ამერიკელი ხალხის, არამედ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებით მოქმედებს დონალდ ტრამპი და როგორც აღვნიშნე, მათ საკუთრებად მიჩნეულ ქვეყანას მაქსიმალურად აძლიერებენ გარე რესურსებით.
საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ ამოცანად რჩება, თუ რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები, რა აქვთ თუნდაც მოკლევადიან მიზნად განსაზღვრული, რაზეც მეტნაკლებად მკაფიო პასუხები არსებობს.
მივყვეთ თანამიმდევრობით: დიპ სტეიტმა ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა, წევრი ქვეყნები გაავსო მის მიერვე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ინსპირირებულ ომებსა და სიდუხჭირეს გამოქცეული მიგრანტებით, წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი.
ბოლოს კი, ჯეი დი ვენსი ჩავიდა მიუნხენში და ყველაფერი პოლიტიკოსებს გადააბრალა. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც დიპ სტეიტმა კარგად დაააორგანიზა და შეასრულა, მათ შორის, ევრობიუროკრატიული აგენტურის ხელით, ბოლოს ისევ პოლიტიკოსებს გადააბრალა. მათ უნდათ აჩვენონ ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, პარტიების, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია. სხვათა შორის, სწორედ პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციას ემსახურებოდა მატარებლის ცნობილი სკანდალი, როდესაც ევროპის სამი წამყვანი ქვეყნის ლიდერი, მერცი, მაკრონი და სტარმერი მედიამ ნარკოტიკების მოხმარებაში “გამოიჭირა”, სინამდვილეში კი, ეს ამბავი წინასწარ კარგად ორგანიზებული სცენარი იყო. დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპის ეკონომიკური ნგრევა, რომელიც საბოლოო ჯამში, ისევ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბრალდება. ამის კონტურები უკვე ნათლად გამოიკვეთა – როდესაც დიპ სტეიტმა მათ მიერ ხელდასმულ ურსულა ფონ დერ ლაიენს აშშ-სთან კაბალურ ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. უახლოეს პერიოდში რიტორიკა სწორედ ისე შემობრუნდება, როგორც ეს პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიის დროს მოხდა: მოუბრუნდებიან ურსულას, მერცს, მაკრონს, სტარმერს და სხვა აგენტებს, დაადანაშაულებენ მათ ევროპისათვის ეკონომიკურად დამღუპველი გარიგების დადებაში და ხალხის თვალში ხელს მათ შეახოცავენ.
და როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც ფაქტიურად უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, გაუმკლავდეს დიპ სტეიტის მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა. რომელი კორპორაციები მომართავენ ქვეყნებს? კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ დიპ სტეიტის საკუთრებაა. ეს იქნება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია.
აშშ-შიც ფაქტობრივად იგივე პროცესები მიდის, ერთი განსხვავებით – აქ ეკონომიკის დანგრევა არაფერში სჭირდებათ. დიპ სტეიტი ისედაც სრულად აკონტროლებს აშშ-ის ყველა სტრუქტურას და ქვეყნის ეკონომიკა “ბლეკ როკისა” და “ვანგარდის”, ანუ ოლიგარქიული ოჯახების ხელშია. ამიტომ, მათ შორის ევროპის ნგრევის ხარჯზე, როდესაც ისინი აშშ-ის ეკონომიკას აძლიერებენ, ერთმნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ თავს და ძლიერ მუშტს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
აი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით კი, აშშ-ში კიდევ უფრო დრამატული ვითარებაა. გაიხსენეთ ბაიდენი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ქაღალდზე ხელმოწერის უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორ დაატარებდნენ მას ქალაქ-ქალაქ და როგორ გახადეს მსოფლიოს დასაცინად. გაიხსენეთ კამალა ჰარისი, რომელიც თავისი გონებრივი გაქანებით კოლეჯის პედაგოგადაც კი ვერ იმუშავებდა, ამ დროს, ამერიკელებს პრეზიდენტობის კანდიდატად შესთავაზეს. შეხედეთ დონალდ ტრამპს – თუ როგორ ექცევიან პატრონები, დღეს ერთს ათქმევინებენ, ხვალ სრულიად საპირისპიროს, ხან გრენლანდიის აღებით იმუქრება, თან ნობელის პრემიას ითხოვს მშვიდობის დარგში და თან ირანს ბომბავს. ალაპარაკეს რომ ყველა ომს 3 დღეში დაასრულებდა, მისი მოსვლის შემდეგ კი 5 ახალი ომი დაიწყო.
ცხადია, ამ მასკარადის მიზანიც საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა.
ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ – რთული სათქმელია, რომელი ქვეყანა იქნება დიპ სტეიტისთვის პირველი პრეცედენტი, სადაც მათი მმართველობის ლეგალიზება მოხდება – მაგრამ პლაცდარმი მზად აქვთ როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. ორივეგან პოლიტიკური სისტემა, მმართველობის ეს ფორმა სრულად არის დისკრედიტირებული, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს აირჩევენ იმ ქვეყანას, რომელიც იმ მომენტისათვის ყველაზე ეფექტური იქნება. ეფექტური იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა.
რა პროცესებიც ანალიზის შედეგად აღვწერეთ, ჩვენს თვალწინ ვითარდება და კონკრეტულ შედეგებსაც მალევე ნახავს საზოგადოება, ხოლო რა იქნება იმის შემდეგ, არც ეს არის რთული გამოსაცნობი. მე ხშირად ვახსენებ ოლდოს ჰაქსლის წიგნს, “საოცარი ახალი სამყარო”, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ის საბოლოო მიზანი, რაც რელიგიურ ფანატიკოსებს, ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ. მათი საბოლოო ამოცანაა ადამიანთა მასა დაიყვანონ კრიტიკულ ნიშნულამდე, თავად გააკონტროლონ ახალი, უსქესო, უსამშობლო, უმიზნო, ურწმუნო ადამიანების გამოყვანა და მათ მონებად ქცევა, რომლებიც მხოლოდ ოჯახების სურვილებს მოემსახურებიან.
პარალელურად, სწორედ კორპორაციული მმართველობის, ანუ მათი ჰეგემონიის ოფიციალურ ლეგალიზების დაკანონებისთვის აღრმავებენ ლგბტ პროპაგანდას, რომელიც არ შეუწყვეტიათ. ყველგან, მათ შორის აშშ-შიც, ყველაფერს უკან აბრუნებენ – რეალურად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა გაითამაშეს, რადგან სისტემის რებრენდინგი სჭირდებოდათ და ასევე, სურდათ დიფ სტეიტის თემის მიჩქმალვა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი გახდა.
დიფ სტეიტს, არც აშშ-ში და არც ევროპაში, არ შეუწყვეტია და არც შეწყვეტს, პირიქით, აძლიერებს ლგბტ პროპაგანდას – ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელსაც უსირცხვილოდ მოსთხოვა ევრობიუროკრატიამ, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რათა ლგბტ პროპაგანდა უკან დაბრუნდეს. კიდევ უფრო დიდი სიმძლავრით ამოქმედდება ისეთი ექსპერიმენტები, როგორიც იყო ბილ გეითსის მიერ აფრიკაში წარმოებული ვაქცინაცია, რამაც საბოლოოდ შობადობა ნულამდე დაიყვანა. კიდევ უფრო მძლავრად და დაუნდობლად ეცდებიან გაანადგურონ ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა და სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სამშობლოს ცნება, რელიგია, წარსულის პატივისცემა და ეროვნული იდენტობა.
მაგრამ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და იდენტობა, დანარჩენი კი, როგორც მთავარ საღმრთო წიგნში, ბიბლიაში წერია – ყველაფერი ღვთის ნებაა!” – წერს ივანიშვილის პირადი ფანტაზიორი ზაზა შათირიშვილი.