მედია – თურქეთის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩადის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 29-30 მაისს ს ეწვევა, – ინფორმაციას თურქული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფიდანი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ს და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მაღალი დონის სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან.
შეხვედრებზე მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ფიდანი კიდევ ერთხელ გამოხატავს თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს გაუსვამს ომის დიპლომატიური გზით დასრულების და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ფიდანი გამოხატავს თურქეთის მზადყოფნას, უმასპინძლოს კიევსა და მოსკოვს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ის ასევე გამოხატავს ანკარის მზადყოფნას, შეასრულოს როლი უკრაინის რეკონსტრუქციაში და ხაზი გაუსვას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეგახსენებთ, ჰაკან ფიდანი 26-27 მაისს რუსეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მცდელობები და მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილეს.