მედია: თურქეთის დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს დაარტყა

თურქეთის დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს დაარტყა. ამის შესახებ უცხოური მედია თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, სამიზნეები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, საგუშაგოებსა და სამხედრო ბაზებს მოიცავდა. მედიის ცნობითვე, თურქულმა მხარემ დარტყმები ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან შეტაკებისას ცხრა ჯარისაკის დაღუპვის საპასუხოდ განახორციელა.
ამ დროისთვი დამატებითი ინფორმაცია უცნობია.