ოლოსალური ჰონორარები ერთი წვეულებისთვის – მასწავლებლის დღის საზეიმო ღონისძიების რეჟისორს მხოლოდ ერთი საღამოსთვის 20 ათასი ლარი გადაუხადეს. ეს იმ დროს როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თაობების აღზრდისთვის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო ამის ნახევარი იყო.
რა დაუჯდა ხალხს მასწავლებლის დღის აღნიშვნა? 10 პედაგოგისთვის ჯამში ასი ათასი ლარი გაიცა, საზეიმო ღონისძიებაზე კი 628 ათასი ლარი დაიხარჯა. სოლიდური ჰონორარებია გაცემული ოცნების მხარდამჭერ მომღერლებზეც.
ღონისძიების ორგანიზება კომპანია “თიხარტს” ჩააბარეს, რომელსაც განათლების სამინისტრომ კონკურსის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება. “პირველები” დღეს “თიხარტის” ხელმძღვანელს ნინო ზუზუ ნოდიას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ მიიღო განათლების სამინისტროსგან გამარტივებული შესყიდვა, თუმცა ნოდიამ “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვებს რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერით უპასუხა და ჩვეს ჟურნალისტს ტელეფონში “მილიონ ალიხ როზ” უმღერა.
 
				 
								
 
								


